ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ მონაწილეებმა ერთმანეთი დაინდეს...

შედარებით მშვიდობიანი  გამოდგა  მერვედფინალის პირველი სათამაშო დღე. გუშინდელი დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ მონაწილეებმა სისხლისღვრა ხვალისთვის გადადეს.

იოლად გაათანაბრა  შავებით მოთამაშე ბაადურ ჯობავამ პოზიცია პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს დიდოსტატ უესლი სოსთან. მისი  პოზიცია უფრო სასიამოვნოდ  გამოიყურებოდა. მაგრამ,  მინიმალური უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა მრისხანე მეტოქესთან გამარჯვებისთვის. ხვალ ბაადური თეთრებით ითამაშებს და მას უგულშემატკივრებს  ქომაგთა მრავალრიცხოვანი არმია.

 

ტურნირის  ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ, ვასილი ივანჩუკმა  დღეს ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი ანიშ გირი დაამარცხა.

'კაისას რჩეული'

 

ასევე გამარჯვება იზეიმა შავი ფიგურებით მოთამაშე ვლადიმირ ფედოსეევმა მაქსიმ როდშტეინთან დაპირისპირებაში.

ფედოსიევს ტურის დასაწყისშივე 'გამარჯვებულის პოზა' ჰქონდა

 

მეოთხე წრის  პირველი ტურის შედეგები:

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2756) ½:½    ბუ სიანჩჟი (ჩინეთი;2714)

 

გვირგვინოსანის დამმარცხებელი ვერაფერს გახდა სვიდლერთან...

 

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804)  ½:½  ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788)

მეტოქეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თუ ვინ შეცდებოდა  უკანასკნელი...საბოლოოდ ნატანჯი ფრე დაფიქსირდა.

 

ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727)  1 : 0  ანიშ გირი (ჰოლანდია;2777)

თავჩაქინდრულმა ოსტატმა შეგირდი დაჯაბნა.

 

დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666)  ½:½   ლევონ არონიანი (სომხეთი;2802)  

გამოცდილება იბრძოდა/ახალგაზრდობა იცავდა

 

უესლი სო (აშშ;2792)  ½:½  ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702)

ერთმანეთი დაზვერეს/ბრძოლა  გადადეს

 

მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695) 0:1  ვლადიმირ  ფედოსეევი (რუსეთი;2731)

კონცეტრაცია  შერკინების  წინ

 

რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)  ½:½  ევგენი ნაერი (რუსეთი;2694)

ბევრი ეცადა ნაერი/იბრძოლა ბოლო მეფემდე/ ყაიმს ვეღარა გაექცა

 

ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) - დინგ ლირენი (ჩინეთი;2771)

დინგი და ვანგი ერთმანეთში შინაურულად არკვევენ გამარჯვებულს...

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: დამქანცველი ტაი-ბრეიქის შემდეგ მონაწილეებმა ერთმანეთი დაინდეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-09-2017 12:24 AM
  • Tags:
Top