ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლები დაამარცხეს

საინტერესოდ წარიმართა ლაგოდეხში  დაწყებული საკლუბო ჩემპიონატის პირველი ტური.

დიდ ინტერესს იწვევდა ფავორიტების: მასპინძელთა გუნდის ‘კახეთის და  2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის აჭარის ‘ნონას’ დაპირისპირება.

დაძაბულ ბრძოლაში, აჭარამ მინიმალური ანგარიშით  დაამარცხა  კახელთა კლუბი. მიუხედავად მეორე დაფაზე გაგუნაშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებისა, მასპინძლებს ახალგაზრდულმა დაფებმა არ გაუმართლა, მარცხი განიცადეს  ჭაბუკთა დაფაზე მოთამაშე  ირკალი ბერაძემ  ტიგრან ჰარუთიანიანთან შეხვედრაში და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნატალია ბუქსამ წლევანდელ ჩემპიონ 20-წლიან გოგონებში დინარა სადუკასოვასთან.

დიდი ანგარიშით 4:2 დამაჯერებლად  მოიგეს ქვემო ქართლის წარმომადგენლებმა, მოქმედ ჩემპიონ სამეგრელოს გუნდთან. გადამწყვეტი ქულები ‘რუსთავს’ საქართველოს ნაკრების წევრმა თამაზ გელაშვილმა და უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდრ ბორტნიკმა მოუტანა.

დიდი წინააღმდეგობა გაუწია წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დასუსტებულმა ქუთაისის გუნდმა  დედაქალაქის წარმომადგენლებს. რომ არა გამოცდილი საერთაშორისო დიდოსტატის, ზურაბ სტურუას გამარჯვება რანგით გაცილებით დაბალ ნიკა ხვადაგიანთან, საკლუბო ჩემპიონატის პირველი სენსაციის მომსწრეებიც გავხდებოდით.

ფრედ დასრულდა  სატურნირო რეიტინგ-სიის 2 აუტსაიდერის: რაჭა-ლეჩხუმის ‘ამბროლაურის’ და შიდა ქართლის ‘გორის’ დაპირისპირება.

პირველი ტური:

იმერეთი ‘ქუთაისი’                 2,5 : 3,5  თბილისი ‘თბილისი’

ქვემო ქართლი ‘რუსთავი’        4 : 2   სამეგრელო-ზემო სვანეთი ‘სამეგრელო’

რაჭა-ლეჩხუმი ‘ამბროლაური’ 3 : 3   შიდა ქართლი ‘გორი’

აჭარა           ‘ნონა’                     3.5 : 2,5  კახეთი ‘კახეთი’

 

ტექნიკური შეხვედრები

ფოტოგალერეა

  • სათაური: დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლები დაამარცხეს
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-09-2016 3:35 PM
  • Tags:
Top