ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დედის დღეს მიუძღვნეს!

3 მარტს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში დედის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და ტრადიციულად, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაც შეკრიბა. ასპარეზობას განსაკუთრებულ ლაზათს ჩვენი ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის თამაში მატებდა.

 

სატურნირო რეიტინგ-სიის სათავეში, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული სოფო ხუხაშვილი გახლდათ 2384 ქულით, მასზე 4 ქულით ნაკლებით და მეორე სასტარტო ნომრით დაიწყო ასპარეზობა 2015 წლის მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ნინო ბაციაშვილმა.

 

ბლიც-ტურნირმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და საბოლოოდ 7-დან 6.5 ქულით პირველობა დამაჯერებლად მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატმა ინგა ჭარხალაშვილმა. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ევროპის 2015 წლის ჩემპიონი 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნინო ხომერიკი. მესამე ადგილზე 5 ქულით ნინო ბაციაშვილი გავიდა.

 

ტექნიკური  შედეგები

  • სათაური: დედის დღეს მიუძღვნეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-03-2016 10:17 PM
  • Tags:
Top