
ქართველმა ქალებმა დიდი ანგარიშით - 3,5:0,5 დაამარცხეს ესტონელი მოჭადრაკეები ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის მესამე ტურში .მეოთხე ტურში კი მათი მეტოქე ეგვიპტის ნაკრები იქნება.
ასევე, დიდი ანგარიშით - 3:1 გაიმარჯვეს ჩვენმა ვაჟებმა სლოვაკეთის ძლიერ გუნდთან შეხვედრაში. მათ აქტივში 2 სამატჩო გამარჯვება და 1 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ხოლო, მომდევნო ტურში ჩვენები ბულგარელებს დაუპირისპირდებიან.
ტექნიკური შედეგები:
პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით;
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი - ზურაბ სტურუა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება როგორც ქალთა ასევე ვაჟთა გუნდებს შორის.
სათამაშო დღეებია: 02-06; 08-13 სექტემბერი;
დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან;
30 სვლამდე აკრძალულია ყაიმზე შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010) პრიზიორი.

- სათაური: დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს!
- ავტორი:
- თარიღი: 05-09-2016 5:04 AM
- Tags: