ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დუბაიში 3 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს

ემირატების დუბაიში, სტარტი აიღო ტრადიციულმა  საერთაშორისო  ღია ტურნირმა ‘19th Dubai Open 2017’.

ასპარეზობა საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეობს  42 ქვეყნის 200-ზე მეტი მოჭადრაკე. საპრიზო ფონდი 50 000$ შეადგენს და აქედან გამარჯვებულის წილად 13 000$ მოდის.

შეჯიბრში საქართველოს სახელით 3 მოჭადრაკე: ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი და ინგა ჭარხალაშვილი ასპარეზობს.

 2 ტურის ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და ლიდერთა შორის არიან: მჭედლიშვილი და ფანცულაია.ხოლო ჭარხალაშვილის აქტივში ჯერჯერობით 1 ქულაა.

თამაშები ადგილობრივი დროით 17:30 წუთზე იწყება.

 

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: დუბაიში 3 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-04-2017 5:48 PM
  • Tags:
Top