ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დღეიდან, ვუქომაგოთ!

დღეიდან, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში სტარტს აიღებს ქალთა  2015-16 წწ. მსოფლიო საჭადრაკო გრან პრის რიგით IV  ეტაპი. ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკე: ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი  იბრძოლებს პირველობისთვის. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ჩენგდუ აღმოჩნდა იღბლიანი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის შარშან, როდესაც  მათ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს  მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. იმედია,  რომ ჩვენი წარგზავნილები ამ ტურნირშიც გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით.

 

ჩენდუ - ქალაქი სადაც ჭადრაკი ძალიან პოპულარული და მასობრივია.

 

ტურნირი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და საკმაოდ წარმომადგენლობითია. მონაწილეთა შორის არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონები: სტეფანოვა და მარია მუზიჩუკი; ევროპის ექსჩემპიონი პია კრამლინგი; მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები: ჟუ ვენჟუნი, ჟაო ქსიუ, ოლგა გირია; მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მუდმივი ერთ-ერთი ლიდერი, ჰამპი კონერუ.

მონაწილეები შემდეგ დღეებში იასპარეზებენ: 2,3,4,5,7,8,9,10 ,12,13 ივლისი, ხოლო 6 და 11 ივლისი დასვენების დღეებია.

საპრიზო ფონდი - 60 000€

ადგილი

პრიზი

სერიის ჩასათვლელი ქულა

გრან პრის საერთო ჯამური  პრიზი

I

€10.000

160

€ 25.000

II

€ 8.250

130

€ 20.000

III

€ 6.750

110

€ 15.000

IV

€ 5.750

90

€ 10.000

V

€ 5.000

80

€ 7.500

VI

€ 4.500

70

€ 5.500

VII

€ 4.250

60

€ 4.000

VIII

€ 4.000

50

€ 3.000

IX

€ 3.250

40

 

X

€ 3.000

30

 

XI

€ 2.750

20

 

XII

€ 2.500

10

 

 

 

ჩვენი წარგზავნილები:

ლელა ჯავახიშვილი

 

საერთაშორისო დიდოსტატი  ქალთა შორის; საერთაშორისო ოსტატი   ვაჟთა შორის;

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი;

ევროპისა და  მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების  გამარჯვებული და პრიზიორი;

ევროპის საკლუბო ჩემპიონატების  მრავალგზის გაამრჯვებული და პრიზიორი;

2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული;

2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

 

 

ბელა ხოტენაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის;

ევროპისა და  მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების  გამარჯვებული და პრიზიორი;

ევროპის საკლუბო ჩემპიონატების  მრავალგზის გაამრჯვებული და პრიზიორი;

2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული;

 

გრან პრის 2015-16წწ. სერიის, IV  ეტაპის მონაწილეები:

1. ჟუ ვენჟუნი                    (ჩინეთი; 2578)

2. ჰამპი კონერუ                (ინდოეთი; 2575)

3.ანა მუზიჩუკი                 (უკრაინა; 2545)

4.მარია მუზიჩუკი             (უკრაინა; 2545)

5.ჰარიკა დრონოვალი        (ინდოეთი; 2526)

6.ანტუანეტა სტეფანოვა     (ბულგარეთი; 2512)

7.ჟაო ქსიუ                          (ჩინეთი; 2510)

8.ტან ჟონგი                        (ჩინეთი; 2495)

9.ლელა ჯავახიშვილი       (საქართველო;2487)

10.პია კრამლინგი              (შვედეთი;2463)

11.ბელა ხოტენაშვილი       (საქართველო;2452)

12.ოლგა გირია                   (რუსეთი; 2444)

 

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: დღეიდან, ვუქომაგოთ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-07-2016 12:39 PM
  • Tags:
Top