ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დღე მეექვსე...

 

23 წყვილი  გადამწყვეტ   ბრძოლაში ჩაება  მეორე წრის  დამატებით  ტაი-ბრეიქში.

23 მოჭადრაკე დღეს  იმედგაცრუებული დატოვებს ჩვენს დედაქალაქს.

23 მონაწილე თითქოს თავდაჭერით, არ იმჩნევს  გულისტკენას,  მაგრამ განადგურებული გამოდის სათამაშო დარბაზიდან.

წყლიანი თვალები, ნაწვალები ღიმილი,წყალში ჩაყრილი შრომა  და  დამსხვრეული  ოცნება. ყოველ 2-3 დღეში ჩვენ პატარ-პატარა ტრაგედიების მომსწრე ვხდებით. მაგრამ, სწორედ ამ მომენტში ვგრძნობთ რომ ჭადრაკი სპორტია და არა მარტო ხელოვნება+მეცნიერება. მოგება-წაგება  ერთად მოდიან და ყოველდღე ბეწვის ხიდზე დგას პარტიის  ბედი.

ბაადურ ჯობავამ პირველი 25-წუთიანი პარტიებისგან შემდგარი მატჩი ფრედ დაასრულა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში. ხოლო, 10-წუთიანებში უკვე  ნამდვილი სანახაობა მოაწყო თავისი ქომაგებისათვის. ამ პარტიებში ჯობავამ  ჭადრაკი დაგვანახა როგორც ხელოვნება,  სპორტულმა ელემენტმა კი  მეორე პლანზე გადაინაცვლა. მომდევნო წრეში ნიჭიერი ქართველი დიდოსტატის მეტოქე  იან ნეპომნიაში (რუსეთი) იქნება.

განგმირავი მზერით გამარჯვებისკენ!

შეხვედრის აშკარა ფავორიტმა ფაბიანო კარუანამ მხოლოდ დამატებითი ტაი-ბრეიქით შესძლო მესამე წრეში გადასვლა.

აუღელვებელმა,ჩინელმა დიდოსტატმა ვან ჰაომ ტურნირის ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი ბორის გელფანდი დაამარცხა.

'უბერებელმა' ივანჩუკმა ახალგაზრდა  დუდა დაჯაბნა!

ლეგენდარული ვასილ ივანჩუკი - ჭადრაკის კოლორიტი! ქალღმერთ კაისას ყველაზე ერთგული მსახური.

ჰიკარუ  ნაკამურა - იაპონელი 'სამურაის' მსგავსად  ყველა სვლით გამარჯვებისკენ სწრაფვა!

დღევანდელი ტაი-ბრეიქის შემდეგ  თამაშს და ბრძოლას მსოფლიო თასისთვის აგრძელებენ: მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეხუთე  ნომერი ფაბიანო კარუანა, მერვე ნომერი უესლი სოუ,მეათე ნომერი  ჰიკარუ ნაკამურა (სამივე აშშ), მეშვიდე  ნომერი ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი), 2005 წელს გამართული პირველი მსოფლიო თასის გამარჯვებული ლევონ არონიანი (სომხეთი) ,იური კუზუბოვი (უკრაინა),  დინგ ლირენი (ჩინეთი),ანიშ გირი (ჰოლანდია), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი), იან ნეპომნიაში (რუსეთი), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), ალექსანდრ ონიშუკი(აშშ), ლი ჩაო (ჩინეთი), სეტურამანი (ინდოეთი), დავიდ ნავარა (ჩეხეთი), ვანგ ჰაო (ჩინეთი),მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი), ევგენი ნაერი (რუსეთი), ბუ სიანჯი (ჩინეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა),ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი).

ტაი-ბრეიქი შემდეგი სისტემით გაიმართა: ორი 25 წუთიანი პარტია 10 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე,  მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კიდევ 2 პარტია10 წუთს+10 წამი; თუ კიდევ არ გამოვლინდა გამარჯვებული მაშინ 5 წუთს+3 წამი; და საბოლოოდ ყველა მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი ‘არმაგედონი’ თეთრებს  5 წუთი მთელ პარტიაზე, ხოლო შავებს 4 წუთი = 61-ე სვლიდან  3 წამის დამატებით; ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად  ცხადდებიან შავები და გადადიან  შემდეგ წრეში.

 

მესამე წრის შეხვედრები:

კარლსენი - ბუ ხიანგზი; სვიდლერი - ონიშუკი;ვაშიე-ლაგრავი - ლენდერმანი; გრიშუკი - ნავარა; კრამნიკ-ივანჩუკი; გირი - სეტურამანი; არონიანი - მატლაკოვი; დუბოვი - არტემიევი; სო - ვალეხო; ნეპომნიაში - ჯობავა; ნაკამურა-ფედოსეევი; კოვალიოვი-როდშტეინი;კარუანა-ნაერი;რაპორტი-ლი ჩაო; კუზუბოვი-ვან ჰაო;დინგი - ვიდიტი;

 

შეხვედრების ბადე

ფოტოგალერეა

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: დღე მეექვსე...
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-09-2017 12:35 AM
  • Tags:
Top