ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევრაზიის თასზე -მესამე!

მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიდერი ბაადურ ჯობავა ყაზახეთის ალმა-ატიში  დასრულებულ ევრაზიის თასის გათამაშებაზე ელვისებურ ჭადრაკში.

ევრაზიის ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი) -"Eurasian Blitz Cup" მსოფლიოს  უძლიერესი მოჭადრაკეები თამაშობდნენ. ქართველი მოჭადრაკეები შემდეგ ნომრებად იყვნენ განთესილები: ლევან ფანცულაია 27-ე, ბაადურ ჯობავა 30-ე,, დავიდ არუთინიანი - 37-ე, ხოლო თორნიკე სანიკიძე 57-ე.

ტურნირი შაბათ - კირას გაიმართა ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში და საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკული დოლარი იყო. მონაწილეებმა 22-22 პარტია ითამაშეს. ბაადურმა ფინალში ტურნირის გამარჯვებულ იან ნეპომნიაშჩისთან წააგო და მესამე ადგილი დაიკავა! საკუთარ რეიტინგს კი 116 ქულა შემატა! ანუ მისი რეიტინგი ამ ასპარეზობის შემდეგ  2751 ქულა გახდა! 

ჯობავა თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და მხოლოდ ბოლოსწინა, 21-ე ტურში განცდილმა მარცხმა რუს დიდოსტატ, იან ნეპომნიაშსთან არ მისცა გამარჯვების საშუალება.  შეჯიბრში პირველობა 22-დან 16 ქულით ორმა მოჭადრაკემ: ფარუხ ამონატოვმა (თურქმენეთი; 2769) და იან ნეპომნიაშიმ (რუსეთი;2846) გაინაწილეს. ჯობავამ მე-3 ადგილი 15,5 ქულით ვლადისლავ არტემიევთან (რუსეთი;2722) ერთად  გაიყო, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი დიდოსტატი დაეპატრონა ბრინჯაოს მედალს.

 

ტურნირის დანარჩენი ქართველი მონაწილეების შედეგები:

18.დავიდ არუთინიანი - 13 ქულა

37.თორნიკე სანიკიძე - 12 ქულა

40.ლევან ფანცულაია - 12 ქულა.

 

ასპარეზობის ტექნიკური შედეგები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ევრაზიის თასზე -მესამე!
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-06-2016 9:07 AM
  • Tags:
Top