ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის ონლაინ ჩემპიონატში ფოთელი მოჭადრაკეები ჩაებმებიან....

23 ნოემბერს პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართება კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობს.

ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავს ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის V საჯარო სკოლის გუნდი.

გუნდის შემადგენლობა: აკაკი ყალიჩავა, გიორგი თადუმაძე, ელენე წოწონავა და ნია დანელია.მწვრთნელი დავით კოდუა.

ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.

  • სათაური: ევროპის ონლაინ ჩემპიონატში ფოთელი მოჭადრაკეები ჩაებმებიან....
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-11-2017 3:49 PM
  • Tags:
Top