
23 ნოემბერს პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართება კონტინენტის ონლაინ ჩემპიონატი სკოლებს შორის 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობს.
ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას დაიცავს ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის V საჯარო სკოლის გუნდი.
გუნდის შემადგენლობა: აკაკი ყალიჩავა, გიორგი თადუმაძე, ელენე წოწონავა და ნია დანელია.მწვრთნელი დავით კოდუა.
ჩემპიონატი ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.

- სათაური: ევროპის ონლაინ ჩემპიონატში ფოთელი მოჭადრაკეები ჩაებმებიან....
- ავტორი:
- თარიღი: 22-11-2017 3:49 PM
- Tags: