ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში

სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა საყურადღებოდ!

პირველი ტური გაიმართება ხვალ, 30 მარტს 14:30 წუთზე სასტუმრო 'იოტა'-ში.

თბილისის სასტუმრო ‘იოტა’-ში 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილამდე გასტანს  ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ  და ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირის ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია,საქართველოს  კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია.

ასპარეზობაზე  მონაწილეობას 16 ქვეყნის 85 მოჭადრაკე მიიღებს და მისი საპრიზო ფონდი 21 500 ევროს შეადგენს.მონაწილეთა შორის არიან:მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები  სხვადასხვა წლებში :ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსნდრა კოსტენიუკი,ანა უშენინა,კატერინა ლახნო,პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ა.შ.

30 და 31 მარტს გაიმართება შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში შვეიცარული სისტემით 11 ტურად, ხოლო 1 აპრილს 13 ტურად უკვე ელვისებურ ჭადრაკში  შეეჯიბრებიან ერმანეთს მოჭადრაკე ქალები.

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ტექნიკური შედეგები

დებულება

 

  • სათაური: ევროპის ქალთა 2018 წლის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-03-2018 2:23 PM
  • Tags:
Top