
10 არილიდან ლატვიის დედაქალაქში სტარტს აიღებს ევროპის რიგით მე-18 ჩემპიონატი ქალთა შორის. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და 23 აპრილამდე გასტანს. შეჯიბრში მონაწილეობას 33 ქვეყნის 146 მოჭადრაკე მიიღებს, მათ შორის 8 ქართველიქალი:
ნანა ძაგნიძე (2528);
ნინო ბაციაშვილი (2496);
ლელა ჯავახიშვილი (2456);
ბელა ხოტენაშვილი (2445);
ნინო ხურციძე (2400);
სალომე მელია (2400);
მერი არაბიძე (2373);
სოფიო გვეტაძე (2292).
ჩემპიონატის რეიტინგ-სიას სათავეში უკრანელი დები:მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიკუჩი არიან. მე-4 პოზიციაზეა ნანა ძაგნიძე.
ჩემპიონატის საზეიმო გახსნა 10 აპრილს გაიმართება , ხოლო პირველი ტური 11აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

- სათაური: ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის 8 ქართველი იბრძოლებს!
- ავტორი:
- თარიღი: 09-04-2017 12:17 AM
- Tags: