
საქართველოს ჩემპიონის, ლევან ფანცულაიას ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ქართული გრან პრის გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში. ფანცულაიამ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ შოთა აზალაძეს. მესამე ადგილზე 7 ქულით ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი გავიდა.

- სათაური: ელვისებურში ფანცულაიამ იმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 25-04-2015 7:32 PM
- Tags: