ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთბაშად 6 მონაწილე დაწინაურდა

 

ბათუმში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის III ეტაპის მე-3 ტური წარუმატებელი გამოდგა ლიდერებისთვის. დანაკარგის გარეშე მოასპარეზე:  ლელა ჯავახიშვილმა და  ოლგა გირიამ პირველი მარცხი განიცადეს და მეტოქეებს დაწევის საშუალება მისცეს.

ჯავახიშვილი შავი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკთან  დამარცხდა და შავებითვე გირიამ ნინო ბაციაშვილთან წააგო.

შედეგად, ტურნირზე ორ-ორი ქულა ერთბაშად ექვს მოჭადრაკეს მოუგროვდა, რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით ასე გადანაწილდნენ: 1. გირია, 2. ჯავახიშვილი, 3. ვალენტინა გუნინა , 4. ა.მუზიჩუკი. 5. ბაციაშვილი, 6. ალმირა სკრიპჩენკო .

1.5 ქულით მე-7 ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2535), რომელმაც შავი ფიგურებით დაასრულა ფრედ შეხვედრა სკრიპჩენკოსთან. აღსანიშნავია, რომ  ნანას სამივე პარტია ფრედ აქვს დასრულებული.

გრან-პრის მეოთხე ქართველი მონაწილის შედეგი ბელა ხოტენაშვილის აქტივში ჯერჯერობით 1 ქულაა.

III ტური

ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) ½: ½ ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557)

ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) 1:0ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489)

ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) ½: ½  ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535)

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) 1:0 მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561)

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) ½: ½ ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445)

ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) 1:0 ოლგა გირია (რუსეთი, 2442)

 

IV ტური, 23 აპრილი

კოსტენიუკი – გირია

დანიელიანი – ბაციაშვილი

მ.მუზიჩუკი – ქსუე

ძაგნიძე – გუნინა

ჯავახიშვილი – სკრიპჩენკო

ხოტენაშვილი – ა.მუზიჩუკი

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ერთბაშად 6 მონაწილე დაწინაურდა
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-04-2016 11:48 AM
  • Tags:
Top