ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

ნინო ბაციაშვილი ერთპირონულად დაწინაურდა, ხანტი-მანსიისკში მიმდინარე  ქალთა  გრან პრის დასკვნით ეტაპზე!

მეხუთე ტურში ბათუმელმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით დაამარცხა  საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ელმირა სკრიპჩენკო და  ნახევარი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ვალენტინა გუნინას.

პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურნირში ბელა ხოტენაშვილმა. მან, ერთ-ერთი  ლიდერი  ოლგა გირია დაამარცხა.ფრედ დაასრულა შეხვედრა ირანელ ხადემალშარეხთან  ლელა ჯავახიშვილმა.

მომდევნო, მეექვსე ტურში ბაციაშვილი შავებით ხადემალშარეხს ეთამაშება, ხოლო ჯავახიშვილი და ხოტენაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მეხუთე ტურის შედეგები:

ნატალია პოგონინა 1/2:1/2  ვალენტინა გუნინა 

ნინო ბაციაშვილი    1-0 ელმირა სკრიპჩენკო

ოლგა გირია             0-1  ბელა ხოტენაშვილი

სარასადატ ხადემალშარეხი  1/2:1/2   ლელა ჯავახიშვილი

ცზიუ ვენცზიუნი  1/2:1/2   დრონოვანი ჰარიკა

ნატალია ჟუკოვა   1/2:1/2    ალექსანდრა კოსტენიუკი

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:

1.ბაციაშვილი -4,0 ქულა

2.გუნინა - 3,5

3-5.ხადემალშარეხი, გირია, ცზიუ ვენცზიუნი - 3,0

6-7.ჰარიკა, კოსტენიუკი-2,5

8-10.პოგონინა, ჟუკოვა, ხოტენაშვილი-2,0

11.სკრიპჩენკო-1,5

12.ჯავახიშვილი-1,0

მეექვსე ტურის შეხვედრები:

ჯავახიშვილი-ხოტენაშვილი

ჰარიკა-გირია

კოსტენიუკი-ცზიუ ვენცზიუნი

გუნინა-ჟუკოვა

სკრიპჩენკო-პოგონინა

ხადემალშარეხი-ბაციაშვილი

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-11-2016 3:54 AM
  • Tags:
Top