ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

პირველი  ტურის მსგავსად დაძაბული ბრძოლა გაიმართა საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის მეორე ტურშიც. დღევანდელ გათამაშებაში ორი პარტია დასრულდა ფრედ და დანარჩენ სამ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლები გაიმართა. დამაჯერებლად, ზედიზედ მეორე პარტია მოიგო გამოცდილმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მიხეილ მჭედლიშვილმა და ერთპიროვნულად დაწინაურდა .

გრიუნფელდის დაცვის კლასიკური სისტემა აირჩია შავებით მიხეილ მჭედლიშვილმა ირაკლი ბერაძესთან  დაპირისპირებაში.თეთრებმა დებიუტშივე მისცეს მეტოქეს გათანაბრების საშუალება და შემდგომში ნელ-ნელა გააუარესეს პოზიცია. მეტოქის უზუსტობები კარგად გამოიყენა მჭედლიშვილმა და ზედიზედ მეორე გამარჯვებით სათავეში ჩაუდგა ჩემპიონატს.

კარო კანის დაცვა გათამაშდა   არუთინიანისა და პაიჭაძის შეხვედრაში. თეთრებმა დებიუტშივე მიიღეს  უპირატესობა. თუმცა მე-14 სვლაზე დაშვებული  უზუსტობით შავებმა პოზიცია გაათაბრეს და მე-16 სვლაზე ფრე დაფიქსირდა.

ფილიდორის დაცვის რუტინული პოზიცია გათამაშდა  ყუფარაძე - გაგუნაშვილის პარტიაში. თეთრებმა მიიღეს  ვარიანტით გათვალისწინებული მცირე პოზიციური უპირატესობა, შავებმა უპრობლემოდ დაიცვეს თავი და მეტოქეები 38-ე სვლაზე ყაიმზე შეთახმდნენ.

სანიკიძე - შანავას დაპირისპირებაში  თეთრებმა კატალონიური დასაწყისი აირჩიეს. შავებმა  ვერ გადაჭრეს სადებიუტო პრობლემები და  მიტელეშპილში  მათთვის არასასიამოვნო პოზიციაში არაკორექტულად  შესწირეს  პაიკი. რაც, კარგად გამოიყენეს თეთრებმა და პარტიის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

დავით ჯოჯუა - ლევან ფანცულაიას პარტიაში, შავებმა მათთვის კარგად ნაცნობი ვოლგის გამბიტი აირჩიეს. თუმცა, პაიკის დათმობის სანაცვლოდ ვერ მიიღეს სასურველი კონტრთამაში და ცაიტნოტში დაშვებული უზუსტობების შემდეგ უიმედო პოზიცია მიიღეს. თეთრებმა  უპირატესობა განავრცეს და გამარჯვებით დაასრულეს შეხვედრა.

 

2 ტურის შედეგები

თორნიკე სანიკიძე 1: 0  კოკა შანავა

ირაკლი ბერაძე      0 : 1 მიხეილ მჭედლიშვილი

გიგა ყუფარაძე      ½:½ მერაბ გაგუნაშვილი

დავით ჯოჯუა       1: 0 ლევან ფანცულაია

დავიდ არუთინიანი ½:½  ლუკა პაიჭაძე.

 

3 ტურის შეხვედრები:

ლუკა პაიჭაძე  - თორნიკე სანიკიძე

ლევან ფანცულაია  - დავიდ არუთინიანი

მერაბ გაგუნაშვილი - დავით  ჯოჯუა

მიხეილ მჭედლიშვილი - გიგა ყუფარაძე

კონსტანტინე შანავა - ირაკლი ბერაძე

 

სატურნირო მდგომარეობა:

1.მჭედლიშვილი -2 ქულა;

2. პაიჭაძე - 1,5 ქულა;

3. სანიკიძე  - 1,5 ქულა;

4. არუთინიანი - 1 ქულა;

5. ბერაძე - 1 ქულა;

6. ჯოჯუა - 1 ქულა;

7. ყუფარაძე - 1 ქულა;

8. ფანცულაია - 0,5 ქულა;

9.გაგუნაშვილი -0,5 ქულა;

10.შანავა  - 0 ქულა

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

  • სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-01-2017 11:30 PM
  • Tags:
Top