ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

თბილისში, მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში 5 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი!

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ოლგა გირია (რუსეთი;2426), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია;2475), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი; 2476), მარია გევორგიანი (სომხეთი;2211), ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2611), ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი;2425) და პია კრამლინგი (შვედეთი;2405).

მომდევნო ტური 31 მარტს, 13:30 წუთზე დაიწყება და ქართველი დიდოსტატი თეთრი ფიგურებით ანასტასია ბოდნარუკს დაუპირისპირდება.

შეგახხსენებთ მონაწილეები ერთმანეთს 15 წუთიან (10 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე) პარტიებში ეპაექრებიან.

ტურნირის ორგანიზატორები: თბილისის მერია,საქართველოს  კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის საჭადრაკო კავშირი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაცია.

ასპარეზობაზე   16 ქვეყნის 85 მოჭადრაკე მონაწილეობს  და მისი საპრიზო ფონდი 21 500 ევროს შეადგენს.მონაწილეთა შორის არიან:მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები  სხვადასხვა წლებში :ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსნდრა კოსტენიუკი,ანა უშენინა,კატერინა ლახნო,პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და ა.შ.

30 და 31 მარტს გაიმართება შეჯიბრი სწრაფ ჭადრაკში შვეიცარული სისტემით 11 ტურად, ხოლო 1 აპრილს 13 ტურად უკვე ელვისებურ ჭადრაკში  შეეჯიბრებიან ერთმანეთს მოჭადრაკე ქალები.

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ჩემპიონატის პარტიების კომენტარი ‘ცოცხალ რეჟიმში’

ფოტოგალერეა

  • სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-03-2018 11:09 PM
  • Tags:
Top