ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვაჟთა შორის - ემილ სუტოვსკიმ, ხოლო ქალთა შორის სალომე მელიამ იმარჯვა!

თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ლეგენდარული ჩემპიონის თასის გათამაშება. 

 

ძირითად 'A' ტურნირში 9-დან 7 ქულით პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით, 'ნონას თასი' - პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ სუტოვსკიმ (ისრაელი) დაისაკუთრა. მეორე ადგილზე ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი) გავიდა.გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: ევგენი რომანოვი (რუსეთი) და სერგეი ჟოგალკო (ბელორუსია).

 

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი, მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა სალომე მელიამ დააფიქსირა 9-დან 6 ქულით! ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ინგა ჭარხალაშვილმა, ხოლო მესამეზე 5 ქულით და უკეთესი კოეფიციანტით მერი არაბიძე გავიდა.

 

B ტურნირში  ვაჟთა შორის პირველ ადგილზე 9-დან 7,5 ქულით რამაზ ენდელაძე გავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ვაჟთა მეორე და ქალთა პირველ ადგილს ლიკა კობეშავიძე დაეპატრონა.

6,5 ქულით შემდეგ ადგილებზე: სულხან სირბილაძე და ნიკა ხვადაგიანი განთავსდნენ.

 

 A ტურნირი   

 B  ტურნირი  

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

დებულება

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: ვაჟთა შორის - ემილ სუტოვსკიმ, ხოლო ქალთა შორის სალომე მელიამ იმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-05-2016 11:11 PM
  • Tags:
Top