ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი

        ვ. ქარსელაძის მემორიალი  8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის
         
        20.05-27.05. 2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

          დებულება

 

1. ჩატარების სისტემა: ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით,
  7 ტურად. 12-ზე ნაკლები გუნდების შემთხვევაში ჩატარების სისტემას 
  განსაზღვრავს მსაჯთა კოლეგია.

  I ტურნირში დაიშვებიან (8წ.) 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი. 
  II ტურნირში დაიშვებიან (10წ.) 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
  III ტურნირში დაიშვებიან (12წ.) 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.
  IV ტურნირში დაიშვებიან(14წ.) 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულნი.

2. მონაწილენი: გუნდი შედგება 3 ჭაბუკისა და 1 გოგონასგან. 
  (გუნდს აკომპლექტებს მწვრთნელი, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში 
  მაინც წვრთნის გუნდის წევრებს).   
         მოჭადრაკეთა და მათ მწვრთელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, 
         დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული 
   ორგანიზაციები.

3. რეგისტრაცია: 20 მაისს 11.00-17.00. გუნდის მწვრთნელი რეგისტრაციას 
  გაივლის ნ.ალავიძესთან. 20 მაისს 17.00 სთ-ზე მწვრთნელების შეკრება

.
4. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს 50 წთ. პარტიის ბოლომდე, 
  ყოველი სვლის შემდეგ 10 წამის დამატებით.

5. განრიგი:

რეგისტრაცია - 20 მაისი, 11:00-17:00

I ტური და გახსნა: 21 მაისი 13:00 (8 და 12 წწ.)

I ტური და გახსნა: 21 მაისი 16:00 (10 და 14 წწ.)

II-VII ტური: 11:00 (8 და 12 წწ.) 

II-VII ტური: 14:00 (10 და 14 წწ.) 

 

6. გამარჯვებულთა გამოვლინება: 
   გამარჯვებულები გამოვლინდებიან მოგებული მატჩებით (მოგებაზე გუნდს  
   ეწერება 2 ქულა, ფრეზე 1 ქულა, წაგებაზე 0 ქულა). ორი ან რამოდენიმე 
   გუნდის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში 
   ადგილები განაწილდება: 
   ა) ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
ბ)    ერთმანეთს შორის მატჩის შედეგით; 
გ) მოგებული მატჩების რაოდენობით; 
დ) პირველი დაფის შედეგით (I დაფა, II დაფა და ა. აშ.).
   კენტი რაოდენობის გუნდების შემთხვევაში გუნდს ეწერება 2 ქულა (4:0).

7. სატურნირო შესატანი: 40 ლარი. (გუნდი)

8. გამარჯვებულები: 
   I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით.
   I-III ადგილზე გასული გუნდები და მათი მწვრთნელები 
   დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 
                        ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
   მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

  • სათაური: ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-05-2016 5:44 PM
  • Tags:
Top