ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვერცხლი - ევროპაზე!

მეორე საპრიზო ადგილზე  გავიდა ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘ნონა’ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში დასრულებულ ევროპის საკლუბო პირველობაზე!

კონტინენტის ჩემპიონატზე   საქართველოს სახელით ბოლო 2 წლის  ევროპის საკლუბო  ტურნირების გამარჯვებული ბათუმის ‘ნონა’ შემდეგი შემადგენლობით : მონაწილეობდა: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე.

პირველი ადგილი ქალთა შორის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა მონაკოს ‘Cercle d’echecs Monte-Carlo’ დაიკავა (შემადგენლობა: მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი, მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი (ორივე უკრაინა), პია კრამლინგი (შვედეთი), ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი). 

გამარჯვებულმა  გუნდმა ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა და დამაჯერებლად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული 7-დან 14 ქულით.

ბათუმურმა კლუბმა 7-დან 11 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გასუწრო  მესამე ადგილზე გასულ  რუსულ კლუბ ‘UGRA Chess Club’-ს

აღსანიშნავია, პირად  ჩათვლაში მეოთხე დაფაზე მოასპარეზე სალომე მელიას წარმატება. მან, 6-დან 4,5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული  7-დან 12 ქულით მაკედონიურმა ‘Alkaloid’ - მა მოიპოვა შემდეგი შემადგენლობით: დინგ ლირენი (ჩინეთი),დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი),პაველ ელიანოვი (უკრაინა), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი), იუ აინგი (ჩინეთი)’ კრივორუჩკო იური (უკრაინა), ტრაჟკო ნედევი, ფილიპ პანჩევსკი (ორივე მაკედონია). 

მეორე ადგილზე 11 ქულით რუსეთის წარმომადგენელი ‘Mednyi  Vsadnik’  გავიდა, ხოლო მესამეზე ასევე რუსული კლუბი ‘SHSM Legacy Square Moscow’.

სულ, ასპარეზობაში მონაწილეობდა ქალთა 14  და ვაჟთა 63 საკლუბო გუნდი. ტურნირი  შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და რიგით 32-ე გახლდათ ვაჟთა შორის, ხოლო ქალებში  შორის 21-ედ გაიმართა.

 

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ფოტოგალერეა

 

 

 

 

  • სათაური: ვერცხლი - ევროპაზე!
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-11-2016 4:46 PM
  • Tags:
Top