ბლოგი

GCF's picture

ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!

დღეიდან, ირანის დედაქალაქში სტარტს აიღებს 2015-2016 წწ. მსოფლიოს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 2 ქართველია: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი.

შეგახსენებთ სერიის პირველი ეტაპი მონაკოში გაიმართა 2015 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგი ეტაპები - ბათუმსა (აპრილი) და ჩენგდუშია( ჩინეთი;ივლისი) დაგეგმილი.

ოთხივე ეტაპის ჯამში დარიცხული ქულებით საუკეთესო მონაწილე უფლებას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონთან მატჩის გამართვის. ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება. პირველი ტური დღეს, 11 თებერვალს, 15:30 წუთზე (თბილისის დროით) დაიწყება.

 

ტურნირში დაწესებული, საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი, დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდება.

 

ადგილი პრიზი (ევრო) საერთო ჩათვლის ქულა
I 10 120 ქულა + 40 ბონუსი
II 8,25 110 ქულა+ 20 ბონუსი
III 6,75 100 ქულა + 10 ბონუსი
IV 5,75 90 ქულა
V 5 80 ქულა
VI 4,5 70 ქულა
VII 4,25 60 ქულა
VIII 4 50 ქულა
IX 3,25 40 ქულა
X 3 30 ქულა
XI 2,75 20 ქულა
XII 2,5 10 ქულა
საერთო 60 850 ქულა

 

 

10 თებერვალს, ასპარეზობის საზეიმო გახსნაზე გამართული კენჭისყრის შედეგად მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:

 

 

1.ანტოანეტა  სტეფანოვა      (ბულგარეთი; 2509)

 

2. ჟაო ქსიუ                         (ჩინეთი; 2506)

 

3.ნატალია  ჟუკოვა            (უკრაინა;  2484)

 

4. ნანა ძაგნიძე                    (საქართველო; 2529)

 

5. ჰარიკა დრონოვალი        (ინდოეთი; 2511)

 

6. პია  კრამლინგი              (შვედეთი; 2521)

 

7. ჟუ ვენჟუნი                      (ჩინეთი; 2558)

 

8. ნატალია  პოგონინა         (რუსეთი; 2454)

 

9. ხადემალშარი სარასადატი (ირანი; 2403)

 

10. ვალენტინა გუნინა        (რუსეთი; 2496)

 

11. ჰამპი კონერუ                (ინდოეთი; 2583)  

 

12. ნინო ბაციშვილი            (საქართველო; 2485)

 

ქართველ მონაწილეებს თეირანში ტურნირის მსვლელობისას,  საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  დაფინანსებით მწვრთნელ-სეკუნდანტები გაუწევენ დახმარებას.

ნანა ძაგნიძეს საქართველოს  დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი, ხოლო ნინო ბაციაშვილს   - საქართველოს წლევანდელ ი ვაჟთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე.

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-02-2016 9:39 PM
  • Tags:
Top