ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!

 

დღეს, 17:00 საათზე დაიწყება ევროპის ქალთა პირადი ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვერდები.  კონტინენტის მე-18 პირველობას  ლატვიის ულამაზესი დედაქალაქი რიგა მასპინძლობს. ჩემპიონატი ‘Radisson Blu Hotel Latvija’ გაიმართება და მონაწილეებიც  იქვე იცხოვრებენ. ტურნირის საპრიზო  ფონდი 70 000 ევროს  შეადგენს: I ადგილი- 12 000;II ადგილი-10 000; III ადგილი - 8000;...XX ადგილი- 1 000 

საქართველო უმაღლეს  ევროპულ  ფორუმზე 8 მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი:

ნანა    ძაგნიძე       (2528);

ნინო   ბაციაშვილი    (2496);

ლელა ჯავახიშვილი (2456);

ბელა ხოტენაშვილი (2445);

სალომე მელია     (2400);

მერი არაბიძე       (2373);

ნინო ხომერიკი    (2308)

სოფიო გვეტაძე    (2292).

სამწუხაროდ ბოლო მომენტში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჯიბრზე ვერ შესძლო გამგზავრება  საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხურციძემ, შეჯიბრში მას ნინო ხომერიკი შეცვლის.

ჩემპიონატში მსოფლიოსა და ევროპის წამყვანი მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას. მათ შორის არიან: სატურნირო რეიტინგ-სიის სათავეში მყოფი - უკრანელი დები:მსოფლიოს ექსჩემპიონი მარია მუზიჩუკი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიკუჩი, მსოფლიოს  ექსჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა, ევროპის ჩემპიონები: კატერინა  ლაგნო, პია კრამლინგი, ჰოანგ ტრან ტრანგი, ნატალია ჟუკოვა და ა.შ.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნა 10 აპრილს გაიმართა , ხოლო პირველი ტური 11აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

პირველ ტურში ჩვენი მოჭადრაკეების მეტოქეები იქნებიან:

ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი;2267)- ნანა    ძაგნიძე       (2528);

კუბრა ოზტურკი (2261)ნინო   ბაციაშვილი    (2496);

ლელა ჯავახიშვილი (2456) - ოლგა ივანენკო (2252)

ბელა ხოტენაშვილი (2445) - ანა კანტანე (2230)

ეკატერინი პავლიდუ (2180) - სალომე მელია     (2400);

მერი არაბიძე       (2373) - ანა ბაპტისტა (2071)

ნინო ხომერიკი    (2308) - მარია ნიკოლაევა (1673)

სოფიო გვეტაძე    (2292) - სარაბელა ნორლამო (1619)

 

ტექნიკური  შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით- ‘ვიდეო’

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ვუქომაგოთ ჩვენს ქალებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-04-2017 8:45 PM
  • Tags:
Top