ბლოგი

GCF's picture

ზედიზედ მეორედ!

გიბრალტარში გამართული, პრესტიჟული ‘ღია’ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა!

 

ნაკამურამ დასკვნით ტურში პრინციპული გამარჯვებით 10-დან 8 ქულა დააგროვა და  მოაგროვა ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან ერთად  პირველობა გაინაწილა.

 

რეგლამენტით გათვალისწინებულ  დამატებით პარტიებში იაპონური წარმოშობის, ამერიკელმა დიდოსტატმა დამაჯერებლად დაამარცხა ფრანგი კოლეგა და საკმაოდსოლიდური პრიზი-   20 ათასი ინგლისური ფუნტი სტერლინგი ერგო.

 

III – VIII  ადგილები 7,5 - 7,5 ქულით გაინაწილეს:

 

ეტიენ ბაკრომ (საფრანგეთი), ს.სეტურამანმა, პ.ჰარიკრიშნამ (ორივე ინდოეთი), გევეინ ჯონსმა (ინგლისი), ლი ჩაომ (ჩინეთი) და ემილ სუტოვსკიმ (ისრაელი).

 

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი (7.0 ქულა, მე-17 ადგილი) უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა (2537) აჩვენა,რომელიც  15 ათასით დაჯილდოვდა.

 

ასპარეზობის ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ,  ბელა ხოტენაშვილმა  10-დან 5,5 ქულა დააგროვა.

 

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: ზედიზედ მეორედ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-02-2016 9:39 PM
  • Tags:
Top