ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზემო სვანეთის ჩემპიონატი

მესტიაში გაიმართა ზემო სვანეთის ჩემპიონატის სწრაფ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 17 წლამდე და ასევე უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 60-მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკე. ტურნირი მიეძღვნა ISAF-ის მისიაში დაღუპულ კაპრალ ვალერი ვერსკიანის ხსოვნას. ჩემპიონატის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია და მესტიის მუნიციპალიტეტი. ღონისძიების ინიციატორი და მთავარი სულისჩამდგმელი გახლდათ მამა არჩილ ბურჯანაძე.ხოლო ასპარეზობის მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი დავით კოდუა გახლდათ.

ტურნირის მსვლელობას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვაჟთა შორის:

1. გიორგი გულბანი

2. ლევან შუკვანი

3. გოჩა შამფრიანი

ქალთა შორის:

1. მარიამ სამსიანი

2. ლუიზა გუჯეჯიანი

17 წლამდე:

1. ერეკლე საღლიანი

2. გიორგი სულავა

3. სერგო მილდიანი

14 წლამდე:

1. რატი სამსიანი

2. ლევან ფილფანი

3. ლუკა სამსიანი

12 წლამდე:

1. მიხეილ ხვისტანი

2. გიორგი პირველი

3. ლუკა კვიციანი

10 წლამდე:

1. გიონი სულავა

2. გიორგი კორძაია

3. რატი ჭიჭაღუა

8 წლამდე

1. ალექსანდრა ფანგანი

2. საბა სამსიანი

3. მარიამ მჭედლიანი

საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაწესებული თასები, მედლები და დიპლომები.

 

ფოტოგალერეა

  • სათაური: ზემო სვანეთის ჩემპიონატი
  • ავტორი:
  • თარიღი: 20-06-2016 9:03 AM
  • Tags:
Top