ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ზესტაფონი 2016'

 

ზესტაფონში დასრულდა ქართველი საჭადრაკო მოღვაწის ჯემალ მახათაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ‘ზესტაფონი 2016’.

ასპარეზობა  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100–ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობდა. გათამაშდა ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულს, მერი არაბიძეს ერგო. თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო  დიდოსტატი  გია გიორგაძე, მერი არაბიძე, ზესტაფონის და სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები:თამაზ აბესაძე და  კობა ძიძიგური.

პირველად, ზესტაფონის საჭადრაკო ცხოვრების ისტორიაში იმერეთის წარმატებული ნორჩი მოჭადრაკეებისათვის მასტერკლასი და ერთდროული თამაშის სეანსები გამართა  მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, მაია ჩიბურდანიძემ. 

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ, ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებასა   და  ზესტაფონის საჭადრაკო ცხოვრების ‘გაცოცხლებაში’ დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს თამაზ აბესაძეს და ვიცე-პრეზიდენტ მალხაზ აბესაძეს.

 

გამარჯვებულები:

8 წლამდე გოგონები:

I    ადგილი -  ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 7 ქულა;

II   ადგილი - ელენე იაშვილი  (ქუთაისი; ინგა კიკვიძე) -  4,5 ქულა;

III ადგილი - მარიამ მახათაძე (ზესტაფონი; გურამ თურქაძე) – 4,5 ქულა;

 

8 წლამდე ბიჭები:

I    ადგილი -  საბა ბოლქვაძე (ჩოხატაური; ბესო ლეჟავა) – 6,5 ქულა;

II   ადგილი - დავით რობაქიძე (თერჯოლა; მერი ჩაფიჩაძე) – 5,5 ქულა;

III ადგილი - ენვერ მაღლაკელიძე (ქუთაისი; ნანა ლეჟავა) – 5,5 ქულა;

 

10  წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის:

I    ადგილი -  ხატია მახათაძე (ზესტაფონი; გურამ თურქაძე) – 5,5 ქულა;

II   ადგილი - ერეკლე ჯიშკარიანი (ხონი;რაფიელ ჩარგეიშვილი) – 5,5 ქულა’

III ადგილი - ნიკოლოზ ფხალაძე (ქუთაისი;ირინა კლიმჩუკი) – 5,5 ქულა;

 

12  წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის:

I    ადგილი -  ჯაბა ადამია (ბაღდათი; სერგო აკიმჩევი) -6 ქულა;

II   ადგილი - დავით ცქიფურიშვილი (ტყიბული; იუზა დოლიძე) – 5,5 ქულა;

III ადგილი - გიორგი ხათაშვილი (ქარელი; ოთარ დოლიძე) – 5 ქულა;

 

ვაჟთა შორის:

I    ადგილი -  ლევან ბაბუხადია (ტყიბული; იუზა დოლიძე) – 6,5 ქულა;

II   ადგილი - ვახტანგ კარელიძე (გორი; ოთარ დოლიძე) – 6 ქულა;

III ადგილი - გიგა გოდერძიშვილი (გორი; ოთარ დოლიძე) – 5ქულა;

ქალთა შორის:

I    ადგილი -  თამარ ესაძე  (ქუთაისი; მურმან ესაძე) –5 ქულა;

II   ადგილი - ცირა გოგნაძე (ბაღდათი) – 3,5 ქულა;

III ადგილი - ქრისტინე  ესაძე  (ქუთაისი; მურმან ესაძე) –3 ქულა;

 

ფოტოგალერეა

  • სათაური: 'ზესტაფონი 2016'
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-10-2016 2:28 AM
  • Tags:
Top