ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თამარ ხმიადაშვილმა სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის სენიორთა შორის, თამარ ხმიადაშვილის გამარჯვებით დასრულდა  იტალიიის ქალაქ აქვა თერმეში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანთა შორის (+65)!

გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და I-II ადგილები მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდასთან, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად გაინაწილა. ვინაიდან, მესამე ტურში ორი ქართველი დიდოსტატის დაპირისპირება ხმიადაშვილის გამარჯვებით დასრულდა, ტიტულიც მან დაისაკუთრა. მესამე ადგილზე  6,5 ქულით ნატალია ტიტორენკო (რუსეთი) გავიდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამარი აქამდე 4-ჯერ (1998, 1999, 2003, 2010 წლებში) იყო მსოფლიო ჩემპიონი!

სამწუხაროდ, საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ ჩემპიონატის დანარჩენი ქართველი მონაწილეები:

50+ ვაჟებს შორის:

მე -4 ადგილი - ზურაბ სტურუა - 7,5 ქულა;

5.გიორგი ბაღათუროვი - 7 ქულა;

18.ვარლამ  ვეფხვიშვილი - 6,5 ქულა;

31. გიორგი ხომერიკი - 6 ქულა.

50+ ქალები:

მე-11 ადგილი  - ციალა ქასოშვილი - 4,5 ქულა

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: თამარ ხმიადაშვილმა სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-11-2017 1:53 PM
  • Tags:
Top