ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი - U10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა  
                 

03.04-10.04. 2017 წ.   თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                               
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.
   
4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

5. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.                                                            

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
   რაოდენობის მიხედვით.
  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა)    ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ)    ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).  

7.  ტურნირის განრიგი:
       ტური          დღე           საათი
რეგისტრაცია     3 აპრილი    11.00-18.00
გახსნა    4 აპრილი    15.00
I  ტური    4 აპრილი    15.00
II        5 აპრილი    15.00
III       6 აპრილი    15.00
IV       7 აპრილი    15.00
V        8 აპრილი    15.00
VI       9 აპრილი    15.00
VII  და დახურვა    10 აპრილი    15.00

8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან: 
I  ადგილი    თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი    მედალი, სიგელი
III ადგილი    მედალი, სიგელი
- I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს  ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10  წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.    
-   ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად  15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

  • სათაური: თბილისის ჩემპიონატი - U10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
  • ავტორი:
  • Date: 19-03-2017 9:30 PM
  • Tags:
Top