ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი - U12 (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

10.02-17.02. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  
   ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ.

4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

5.  სატურნირო შესატანი: 10 ლარი.        

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
   რაოდენობის მიხედვით.
  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა)    ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ)    ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
    გ) მოგებების რაოდენობით;
    დ) პროგრესი (რეგრესით).    

7.  ტურნირის განრიგი:
       ტური           დღე           საათი
რეგისტრაცია     11 თებერვალი    11.00-18.00
გახსნა    12 თებერვალი    15.00
I  ტური    12 თებერვალი    15.00
II        13 თებერვალი    15.00
III       14 თებერვალი    15.00
IV       15 თებერვალი    15.00
V        16 თებერვალი    15.00
VI       17 თებერვალი    15.00
VII  და დახურვა    18 თებერვალი    15.00

8.  გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან: 
I  ადგილი    თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი    მედალი, სიგელი
III ადგილი    მედალი, სიგელი
-    I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს    
     ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
-    ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად  15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.     

მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

  • სათაური: თბილისის ჩემპიონატი - U12 (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-01-2017 4:37 PM
  • Tags:
Top