
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
04.04-11.04. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ.
დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და
გოგონები დაბადებული 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
- თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 4 აპრილი 11.00-18.00
გახსნა 5 აპრილი 15.00
I ტური 5 აპრილი 15.00
II 6 აპრილი 15.00
III 7 აპრილი 15.00
IV 8 აპრილი 15.00
V 9 აპრილი 15.00
VI 10 აპრილი 15.00
VII და დახურვა 11 აპრილი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე

- სათაური: თბილისის ჩემპიონატი - U14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
- ავტორი:
- თარიღი: 20-03-2017 7:32 PM
- Tags: