ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი - U16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა  
                     
 18.05-25.05. 2017 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                              
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
  მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით ჩატარების სისტემას განსაზღვრავს მსაჯთა 
  კოლეგია.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. 
   დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და 
   გოგონები დაბადებული 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ.

4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი დაითვლება.  

5.  სატურნირო შესატანი: 15 ლარი.                                                                                                                                        

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
   რაოდენობის მიხედვით.
   თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
   ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა)    ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ)    ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
    გ) მოგებების რაოდენობით;
    დ) პროგრესი (რეგრესით).    

7. ტურნირის განრიგი:
       ტური           დღე           საათი
რეგისტრაცია     18 მაისი    11.00-18.00
გახსნა    19 მაისი    15.00
I  ტური    19 მაისი    15.00
II        20 მაისი    15.00
III       21 მაისი    15.00
IV       22 მაისი    15.00
V        23 მაისი    15.00
VI       24 მაისი    15.00
VII  და დახურვა    25 მაისი    11.00

8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან: 
I  ადგილი    თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი    მედალი, სიგელი
III ადგილი    მედალი, სიგელი

 

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
  მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე

  • სათაური: თბილისის ჩემპიონატი - U16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-04-2017 7:14 PM
  • Tags:
Top