ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ინწკირველის მემორიალი

შოთა ინწკირველის მემორიალი –7 და 9 წ.წ.

07.06–11.06.2016 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. სისტემა: ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2. დროის კონტროლი: თითოეულს 25 წთ. მთელ პარტიაზე.

3. მონაწილენი: ტარდება 4 ტურნირად, ორ ასაკობრივ ჯგუფში:

7 წ. ჭაბუკებში (უმცროსი ასაკი) დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრიდან.

7 წ. გოგონებში (უმცროსი ასაკი) დაბადებულნი 2009 წლის 1 იანვრიდან.

9 წ. ჭაბუკებში (უფროსი ასაკი) დაბადებულნი 2007 წლის 1 იანვრიდან.

9 წ. გოგონებში (უფროსი ასაკი) დაბადებულნი 2007 წლის 1 იანვრიდან.

დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა აუცილებელია.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა

ტურნირები შეიძლება იყოს გაერთიანებული.

მოჭადრაკეთა და მათ მწვრთელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,

დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ რეგიონული

ორგანიზაციები.

4. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.

5. ტაი-ბრეიქი:

ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

გ) პირადი შეხვედრა;

დ) მოგებების რაოდენობით;

ე) პროგრესი (რეგრესით).

6. ტურნირის განრიგი:

ტური დღე საათი 7 წ. (უმცროსი) დღე საათი 9 წ. (უფროსი)

რეგისტრაცია 7 ივნისი 1100 – 1800 7 ივნისი 1100 – 1800

I ტური 8 ივნისი 1300 8 ივნისი 1500

II 9 ივნისი 1100 9 ივნისი 1500

III 9 ივნისი 1300 9 ივნისი 1700

IV 10 ივნისი 1100 10 ივნისი 1500

V 10 ივნისი 1300 10 ივნისი 1700

VI 11 ივნისი 1100 11 ივნისი 1500

VII და დახურვა 11 ივნისი 1300 11 ივნისი 1700

7. გამარჯვებულნი: ოთხივე ტურნირში

- 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით,

მედლებით და დიპლომებით.

* 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

* 1 ადგილზე გასული მწვრთნელი დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

* 2-3 ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

8. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან 25 წუთის მეტის დაგვიანების შემთხვევაში

მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

- პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში

მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის

გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი,

რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან

დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო

კომიტეტის მიერ დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.

რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან ტელ: 2-99-77-36, მობ: 5-58 11 86 83

  • სათაური: ინწკირველის მემორიალი
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-05-2016 7:14 PM
  • Tags:
Top