ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ირანის დედაქალაქში...

10 თებერვლიდან ირანის დედაქალაქ თეირანში, სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის. ასპარეზობა ნოკაუტ-სისტემით გაიმართება და საქართველოს ღირსებას 8  მოჭადრაკე დაიცავს.

ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს, კენჭისყრით გაირკვევა თუ ვინ რა ფერით ითამაშებს პირველი წრის პირველ პარტიას.

მატჩები ჩვენი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე - მონა ხალედი;

სოფიო გვეტაძე - ნინო ბაციაშვილი;

ლელა ჯავახიშვილი - პამ ნგუენი;

სოფიკო გურამიშვილი -  სარასადატ ხადემალშარეხი;

ნინო ხურციძე - ნატალია ჟუკოვა

სალომე მელია - ეკატერინა ატალიკი

ბელა ხოტენაშვილი - ოლგა ზიმინა.

შეხვედრათა  განრიგი:

10 თებერვალი - გახსნა

11-13 თებერვალი - I წრე

14-16 თებერვალი - II წრე

17-19 თებერვალი - III  წრე

20-22 თებერვალი - IV წრე

23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)

26  თებერვალი     -  დასვენების დღე

27 თებერვალი    -   3 მარტი  - VI წრე (ფინალი)

4 მარტი - დახურვა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 450 00$ შეადგენს. პირველ წრე - 3 750$

მეორე წრე - 5 500$

მესამე წრე - 8 000$

მეოთხე წრე - 12 000$

მეხუთე წრე (ნახევარფინალი) – 20 000$

მეექვსე წრე (ფინალი) - დამარცხებული (ვერცხლის მედალოსანი) დაჯილდოვდება 30 000$ -ით, ხოლო გამარჯვებული - მსოფლიოს ჩემპიონი - 60 000$  დაისაკუთრებს.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ირანის დედაქალაქში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-02-2017 6:00 PM
  • Tags:
Top