
მსოფლიო თასის ფინალური მატჩის მესამე პარტიაც ფრედ დასრულდა. შეხვედრა თეთრებმა ინგლისური პარტიით დაიწყეს და შემდეგ ნელ-ნელა გადავიდნენ კატალონიურ რელსებზე.წინა პარტიებისგან განსხვავებით დღევანდელ შეხვედრაში არონიანმა უპირატესობა ვერ მიიღო.
მესამე პარტიაში სომეხ დიდოსტატს აშკარად ეტყობოდა დაღლა...
დინი აშკარად არმაგედონისთვის ემზადება...
...მოდი ყაიმზე შევთანხმდეთ
მეოთხე დასკვნითი პარტია, ხვალ დაიწყება 15:00 საათზე სასტუმრო 'ბილტმორში' და თეთრი ფიგურებით დინი ითამაშებს.
ფინალში დამარცხებული - 80 000$ დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებული - 120 000$-ით.
გარდა ამისა ფინალში გასულმა მონაწილეებმა პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს.
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: ისევ ყაიმი...
- ავტორი:
- თარიღი: 25-09-2017 8:46 PM
- Tags: