
იტალიის ვილორბაში დასრულდა საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირი ქართული ჭადრაკის ლიდერის ბაადურ ჯობავას მონაწილეობით.
თბილისელმა დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაინაწილა: ფერენც ბერკეშთან (უნგრეთი) და ანტონ კორობოვთან (უკრაინა) ერთად.დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 7 ქულით რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი) დაისაკუთრა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და რიგით მეორე გახლდათ.

- სათაური: იტალიის ვილორბაში...
- ავტორი:
- თარიღი: 08-01-2018 1:18 PM
- Tags: