ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

იჩქარე და გახდი ინტელექტისა და გონების ჭიდილის თვითმხილველი!

თუ მოხალისეობა და ცხოვრების აქტიური წესი თქვენი მოწოდებაა, მაშინ ეს პროექტი თქვენთვის არის.

              მხოლოდ ყველაზე აქტიურებს და მაღალი მოტივაციის მქონე 18-25 წლის ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკლური შანსი, მონაწილეობა მიიღონ წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან საჭადრაკო ღონისძიებაში.

 თბილისი 2-28 სექტემბერს FIDE-ს კალენდრით გათვალისწინებულ 2017 წლის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მასპინძლობს - მსოფლიო თასს, რომელშიც 50-მდე ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას.

საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან საპატიო სტუმრები, ფიდეს მაღალჩინოსნები. საერთო ჯამში, ტურნირი 250 სტუმარს მოიცავს, საიდანაც 128 მოჭადრაკეა (მათ შორის - 4 ქართველი და მსოფლიოს რეიტინგ-ლისტის TOP 15 მოჭადრაკე).  

საჭადრაკო მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად ტურნირში თამაშობს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.

თამაშობს 4 ექსჩემპიონი - ვიშვანათან ანანდი, ვლადიმირ კრამნინკი, რუსლან პონომარიოვი და ჰუ იუ ფანი.

             ღონისძიებას აშუქებენ უცხოელი ჟურნალისტები.

             სტატისტიკის თანახმად, ჭადრაკში მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებგვერდს (tbilisi2017.fide.com) ტურნირის მიმდინარეობისას მილიონამდე ვიზიტორი ეყოლება.

ჭადრაკში მსოფლიო თასი - 2017 იმართება სასტუმრო „ჰუალინგში“. ფინალურ ეტაპს კი სასტუმრო „ბილტმორი“ წარადგენს.

ღონისძიება იმართება „Check in Georgia Sport“-ის ფარგლებში.

საჭადრაკო მსოფლიო თასის მიზანია საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაცია, ქართველი მოჭადრაკეების მოტივაციის გაზრდა და საქართველოს, კერძოდ, თბილისის, როგორც უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის განსაკუთრებული როლი მსოფლიო რუკაზე.

აღნიშნული ღონისძიება, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა. მით უმეტეს, როცა ტურნირში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობს.

             მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდას ეძლევა შანსი, ამ უმაღლესი დონის ღონისძიებაში ჩაერთოს.

აუცილებელი მოთხოვნები: უცხო  ენის ცოდნა (ინგლისური; რუსული)

პასუხისმგებლობის გრძნობა;

კრეატიულობა;

სწრაფი აზროვნება

იჩქარე და გახდი ინტელექტისა და გონების ჭიდილის თვითმხილველი!

 

მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: chessolympiad43@gmail.com

მოხალისეები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად.

  • სათაური: იჩქარე და გახდი ინტელექტისა და გონების ჭიდილის თვითმხილველი!
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-08-2017 8:51 PM
  • Tags:
Top