ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარიაკინმა ანგარიში გახსნა...

ნიუ-იორკში  მიმდინარე  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩში, ზედიზედ  7 ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სერგეი კარიაკინმა  ანგარიში გახსნა და მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მერვე ტურში ტრადიციული პირველი სვლა მოწვეულმა სტუმარმა, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა და მწერალმა  ნილ დეგრას ტაისონმა გააკეთა.

თეთრებით მოთამაშე  კარლსენმა მოულოდნელად, შედარებით უპრეტენზიო ცუკეტორტის სისტემა აირჩია:  1.d4 f6 2.f3 d5 3.e3

 

თეთრები თავს არიდებენ თეორიულ ბრძოლას, სადაც განვლილი პარტიებით თუ ვიმსჯელებთ უპირატესობა პრეტენდენტის მხარესაა.

 3...e6 4.d3 c5 5.b3 e7 6.0-0 0-0 7.b2 b6 8.dxc5 

იშვიათი სვლა. თუმცა არც სხვა გაგრძელებები აძლევენ უპირატესობას თეთრებს.შეიძლებოდა, როგორც 8.მe5, შემდგომში მხედრის f4-ით გამაგრებით  ასევე 8. მd2-იც.  8...მxc5 (კარიაკინმა თავი აარიდა   8...bxc5-ს  შემდეგ ‘დაკიდებული’ პაიკებით თამაშს.)

ამ სვლის შემდეგ პარტიაში დაახლოებით თანაბარი შანსებია ორივე მხრიდან და ლოგიკური თამაშით მოსალოდნელი შედეგი ფრეა. მაგრამ, ჩემპიონს აშკარად ღალატობს გამძლეობა და მოგებიკენ ზედმეტად  სწრაფვა.შემდგომში ორივე მხარემ თეთრებმა საკმაოდ  უზუსტობები  დაუშვეს.

თუმცა, პარტიაში გადამწყვეტი შეცდომა ნორვეგიელი მოჭადრაკის მიერ ნათამაშები  51.ლe6? აღმოჩნდა.

უმჯობესი იყო 51.h4 h5 52.ლb7+ მფh6 53.ლa6+ მg6 54.e5!

51... h5! 52. h4 a2!  და თეთრები დანებდნენ...ვინაიდან 53.xa2-ზე (ან  53.a6 d4) შავები უპასუხებენ 53...g4+ 54.მფh3 g1 55.b2+ მფg6! 56.f3 f2+ მოგებით... 

პარტიის დასრულების შემდეგ, კონტრაქტით  მეტოქეები ვალდებულნი არიან  მედიასთან ურთიერთობა იქონიონ.  მონაწილეობა მიიღონ პარტიის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაში. წაგებული პარტიის შემდეგ აღელვებულმა ნორვეგიელმა ჩემპიონმა  უარი განაცხადა  კომენტარზე და ამრიგად, კოტრაქტში გათვალისწინებული პუქტით მას ჯარიმა ემუქრება ჰონორარიდან 10%  -ს გამოკლების სახით. გამარჯვებულ მონაწილეზე პრემია 600 000 ევროა და ჯარიმა 60 000 ევროს შეადგენს, ხოლო დამარცხების შემთხვევაში კი 40 000 დაჯარიმდება.

 

მატჩის ოფიციალური ვებგვერდი

პარტია ანალიზით

  • სათაური: კარიაკინმა ანგარიში გახსნა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-11-2016 8:13 PM
  • Tags:
Top