ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარლსენმა ანგარიში გაათანაბრა!

ნიუ - იორკში მიმდინარე დაპირისპირებაში: კარლსენსა და კარაიკინს შორის, მე-10 პარტია მსოფლიო ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრაში ესპანური პარტია გათამაშდა, კარიაკინი  აშკარად დაძაბული თამაშობდა. დებიუტშივე ბევრი დრო დაკარგა თითქოსდა ცნობილი, თეორიული  სვლების გაკეთებაში. მთელი პარტია თეთრების მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობდა, ენდშპილში პრეტენდენტმა ვერ გაუძლო დაძაბულობას და უხეში შეცდომა დაუშვა, რაც კარგად გამოიყენა  ნორვეგიელმა ჩემპიონმა. ამრიგად, ანგარიში გათანაბრდა- 5:5  და დღეს მეტოქეები დაისვენებენ. სათამაშო დარჩა 2 კლასიკური პარტია, გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში,  30 ნოემბერს  გაიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული ტაი-ბრეიქები.

მატჩის ოფიციალური ვებგვერდი

პარტია ანალიზით

  • სათაური: კარლსენმა ანგარიში გაათანაბრა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-11-2016 7:23 PM
  • Tags:
Top