ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!

მსოფლიოს  მოქმედმა ჩემპიონმა  მაგნუს  კარლსენმა დამატებით ტაი ბრეიქში დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 დაამარცა რუსი პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი და  მესამედ  მოიპოვა  პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული!  ნორვეგიელმა  ჩემპიონმა  ტიტული პირველად, 2013 წელს ინდოელ ვიში ანანდთან მოიპოვა და 2014 წელსაც მასთან დაპირისპირებაში შეინარჩუნა.

ტაი ბრეიქების  პირველმა პარტიამ სადაც თეთრი ფიგურებით პრეტენდენტი თამაშობდა, უპრეტენზიოდ ჩაიარა და  ფრედ დასრულდა. მეორე პარტია უკვე ჩემპიონის შეტევით  მიმდინარეობდა, თუმცა  კარლსენმა დიდი უპირატესობა ვერ გამოიყენა და ყაიმს დასჯერდა.

მომდევნო  პარტიებში, უკვე  ნამდვილი ჩემპიონი ვიხილეთ , რომელიც დამაჯერებლად გაუსწორდა  მეტოქეს.

 

მესამე პარტიაში თეთრი ფიგურებით  არასასიამოვნო პოზიცია მიიღო პასიურად მოთამაშე  კარიაკინმა, რაც ეფექტურად გამოიყენა კარლენმა.

30...e4! 31.dxe4 xc3 32.xc3 e5 33.c1 a8 34.h3 h6 35.მფh2 d4 36.e1? b2 37.f1 a2 38.xc7? ეa1 0-1 შავების  გამარჯვებით.
 

დასკვნით პარტიაში რუს დიდოსტატს მარტო გამარჯვება სჭირდებდა, ამიტომ მან აქტიური სიცილიური დაცვა აირჩია, თუმცა პოზიცია ყოველგვარი სათამაშო  შანსების გარეშე მიიღო.

49.c8+ მფh7 50.h6+!! - მატჩის ყველაზე შთამბეჭდავი სვლა!  შავები დანებდნენ და კარლსენი კვლავ ჩემპიონია!

 

მატჩის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • სათაური: კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 01-12-2016 4:06 PM
  • Tags:
Top