ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კარლსენ - კარიაკინის მორიგი დაპირისპირება.

დღეიდან, ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში სტარტს აიღებს , ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის  მთავარი ტურნირში ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან და პირველობისთვის იბრძოლებენ: მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ყოფილი პრეტენდენტი სერგეი კარიაკინი.

ასპარეზობა 14 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 13 ტურად გაიმართება მსოფლიოს უძლიერესი  დიდოსტატების მონაწილეობით:

 ‘A’ ტურნირი

1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია;2840)

2. უესლი სო (აშშ; 2808)

3. სერგეი კარიაკინი (რუსეთი; 2785)

4. ლევონ არონიანი (სომხეთი; 2780)

5. ანიშ გირი (ჰოლანდია; 2773)

6. ია ნეპომნიაში (რუსეთი; 2767)

7. პენტალა  ხარიკრიშნა (ინდოეთი; 2766)

8.პაველ ელიანოვი (უკრიანა; 2755)

9. რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი; 2750)

10.დმიტრი ანდრეიკინი (რუსეტი; 2736)

11.ვეი ი (ჩინეთი; 2706)

12.რიხარდ რაპორტი (უნგრეთი; 2702)

13.ლიუკ ვან ველი (ჰოლანდია; 2695)

14. ბაშკარან ახდიბანი (ინდოეთი; 2653).

 

საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა  ‘B’ ტურნირშიც, სადაც 14 მონაწილეს შორის ერთადერთი ქალი: სოფიკო გურამიშვილი ითამაშებს.

სათამაშო დღეებია: 14-17; 19-22; 24; 25; 27-29 იანვარი; დასვენების დღეებია: 18,23,26 იანვარი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ყველაზე მეტი გამარჯვება (5-ჯერ)  ვეიკ-ან-ზეეს მთავარ ტურნირში - მოპოვებული აქვთ: კარლსენს და მსოფლიოს ექსჩემპიონ ვიში ანანდს (ინდოეთი).

 

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების ჩვენება ანალიზით

  • სათაური: კარლსენ - კარიაკინის მორიგი დაპირისპირება.
  • ავტორი:
  • თარიღი: 13-01-2017 6:17 PM
  • Tags:
Top