ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კაჭარავა, მსოფლიო ახალგაზრდულ გრან პრიში მონაწილეობს...

რუსეთის  კირიშებში, დაიწყო საერთაშორისო დახურული ტურნირი ‘მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები’ რომელიც ამავე დროს მსოფლიო ახალგაზრდული გრან პრის ერთ-ერთი ეტაპიცაა.საქართველოს სახელით ტურნირში ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონი თანატოლებში ნიკოლოზ კაჭარავა მონაწილეობს.

ასპარეზობა 8 ქვეყნის წარმომადგენელ 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება და 27 მაისამდე გასტანს.

პირველ ტურში ქართველმა მოზარდმა შავი ფიგურებით საერთაშორისო ოსტატი პაულიუს პალტინევიჩუსი (ლიტვა;2395) დაამარცხა, მომდევნო ტურში მისი მეტოქე შანტ სარგისიანი (სომხეთი;2409)იქნება.

 

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: კაჭარავა, მსოფლიო ახალგაზრდულ გრან პრიში მონაწილეობს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-05-2017 6:04 PM
  • Tags:
Top