ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კონკურსი ლოგოს შექმნაზე!

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს კონკურსს   ვაჟთა შორის  მსოფლიო თასის ლოგოს შექმნაზე.
საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო ღონისძიებაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეული ქვეყანა ამ ღონისძიებისთვის საკუთარ ლოგოს ქმნის.
საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება თბილისში, 2017 წლის 2-28 სექტემბერს.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ლოგოს შექმნის გამოცდილება (გრაფიკოსი, მხატვარი, დიზაინერი).
კონკურსის თემა უნდა იყოს ერთის მხრივ, ჭადრაკი, მეორეს მხრივ - თბილისი (გამოყენებული უნდა იყოს თბილისის ე.წ. რომელიმე სავიზიტო ბარათად აღქმული დეტალი)
ლოგოს ესკიზი უნდა იძლეოდეს საშუალებას სამომავლოდ, ჩამოისხას შესაბამისი თასი.
ლოგოს უნდა ჰქონდეს ორენოვანი წარწერა - საჭადრაკო მსოფლიო თასი. თბილისი. 2017. საქართველო / Chess World Cup. Tbilisi. 2017. Georgia.
გამარჯვებულ ლოგოზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება.
ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა).
გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 1. ვიზუალური მხარე; 2. კონცეფცია.
ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.
კონკურსის ვადა - 10 მაისამდე;
გამარჯვებული გამოვლინდება 17 მაისი;
გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 600 ლარის ოდენობით.

საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chessolympiad43@gmail.com

  • სათაური: კონკურსი ლოგოს შექმნაზე!
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-04-2017 10:34 PM
  • Tags:
Top