ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ლაშა ჯანჯღავამ შიდა ქართლში სემინარი გამართა.

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის #ჭადრაკირეგიონში  ფარგლებში  მეორე წელიწად მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიხედვით რეგიონებში მოღვაწე მწვრთნელებს წლის განმავლობაში უტარდებათ სასწავლო სემინარები. 

პროექტის  ფარგლებში ფიდესა და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი  ლაშა ჯანჯღავა ამჟამად  შიდა ქართლს  ეწვია და იქ გამართა ლექციათა კურსი.

სემინარს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სასპორტო სკოლების ჭადრაკის სექციის მასწავლებელები დასწრნენ.

ლაშა`ჯანჯღავა-'სემინარის მიზანი გახლავთ მწვრთნელებისთვის მუშაობის ახალი მეთოდოლოგიების გაცნობა, გადამზადება და მათთვის უფრო მეტი ცოდნის შეძენა. წლულს პირველად ვარ შიდა ქართლში, კერძოდ გორში. ეს პროექტი შარშანაც მიმდინარეობდა საქართველოში, თუმცა შიდა ქართლში არ ვყოფილვართ. კარგია, რომ წლეულს მოხერხდა თქვეთან ჩამოსვლა, რადგან ჭადრაკის განვითარებისთვის ასეთი სემინარის გამართვა მეტად მნიშვნელოვანია. საზოგადოდ პროგრამა არის მრავალეტაპიანი, ითვალისწინებს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იმუშავონ მწვრთნელებმა ბავშვებთან და მომდევნო ეტაპზე უფროსებთან'.

სემინარი მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება.

ფოტოგალერეა

  • სათაური: ლაშა ჯანჯღავამ შიდა ქართლში სემინარი გამართა.
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-04-2018 7:14 PM
  • Tags:
Top