ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ლიდერი შეიცვალა...

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 76-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართა. ამ ტურში ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ლუკა პაიჭაძე, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ყოფილ ლიდერს მიხეილ მჭედლიშვილს 0,5 ქულით უსწრებდა, დღეს ისვენებდა.ხოლო, მეორე ადგილზე მყოფ მჭედლიშვილს მისი გადასწრების შანსი ჰქონდა.

პირველი მარცხი განიცადა ჩემპიონატის  ლიდერმა მიხეილ მჭედლიშვილმა ლევან ფანცულაიასთან  დაპირისპირებაში. პარტიაში ბენონის დაცვა გათამაშდა და შავებმა  უპრობლემოდ გაათანაბრეს. შუათამაშში თეთრებმა ცენტრში ლოგიკურ გარღვევას სიფრთხილე ამჯობინეს და  უხეში  შეცდომით პაიკი დაუსვეს. მეტოქის შეცდომა კარგად გამოიყენა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ფანცულაიამ  და პარტია დამაჯერებლად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

პასიური განლაგება აირჩია თეთრებით მოთამაშე ირაკლი ბერაძემ დავიდ არუთინიანთან შეხვედრაში.შავებმა მათთვის კარგად ნაცნობ პოზიციაში  ნელ-ნელა გადაითამაშეს  მეტოქე და დამაჯერებლად მივიდნენ გამარჯვებამდე.

 

უპრეტენზიო იტალიური პარტია გაითამაშეს მერაბ გაგუნაშვილმა და თორნიკე სანიკიძემ საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის მე-7 ტურში. მეტოქეებმა დებიუტშივე გაცვალეს ფიგურები,  მაქსიმალურად გაამარტივეს პოზიცია და მე-20 სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

გიგა ყუფარაძის და დავით ჯოჯუას შეხვედრაში  ესპანური პარტია გათამაშდა. თამაშის დასაწყისში მეტოქეებს ეტყობოდათ რომ გამარჯვებისკენ ილტვოდნენ. შავებით მოთამაშე ჯოჯუამ პაიკიც შესწირა ინიციატივისთვის, თუმცა ყაიმის მეტს ვერ მიაღწია.

 

VII  ტურის შედეგები:

გაგუნაშვილი  ½:½ სანიკიძე

მჭედლიშვილი  0 : 1 ფანცულაია

ბერაძე 0 : 1 არუთინიანი

ყუფარაძე ½:½ჯოჯუა

ისვენებს პაიჭაძე

 

VIII ტურის შეხვედრები:

სანიკიძე - ჯოჯუა

არუთინიანი - ყუფარაძე

პაიჭაძე - ბერაძე

გაგუნაშვილი - მჭედლიშვილი

ისვენებს ფანცულაია

 

სატურნირო მდგომარეობა:

1. პაიჭაძე - 4 ქულა; 

2. მჭედლიშვილი - 3,5 ქულა;

3.სანიკიძე  - 3,5 ქულა;

4. ჯოჯუა   - 3,5  ქულა;

5.ფანცულაია  - 3 ქულა;

6. არუთინიანი -3 ქულა;

7.გაგუნაშვილი - 2,5 ქულა;

8.ყუფარაძე - 2,5  ქულა;

9. ბერაძე     - 2,5 ქულა;

10.შანავა  - 0 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: ლიდერი შეიცვალა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-01-2017 12:51 AM
  • Tags:
Top