ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ლიდერობა განიმტკიცა!

 

მორიგი გამარჯვება იზეიმა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის  მეექვსე ტურში სალომე  მელიამ! ამჟამად, მისი მსხვერპლი მირანდა მიქაძე გახდა.მეტოქეებმა ფრანგული დაცვა გაითამაშეს. შავებით მოთამაშე მიქაძემ დებიუტშივე აქტიურად ამჯობინა თამაში და მეფის ფრთაზე პაიკებით შეტევა წამოიწყო.მელიამ მოწინააღმდეგის იერიში იოლად მოიგერია და გადამწყვეტი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ტურის ცენტრალურ პარტიად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ნაკრების ორი წევრის: ბაციაშვილის და ჯავახიშვილის დაპირისპირება.  შავებით მოთამაშე ჯავახიშვილმა  წინა ტურებთან შედარებით გაცილებით სუსტად ითამაშა და ბაციაშვილს ქულასთან ერთად  მეორე ადგილიც დაუთმო.

საქართველოს ქალთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბელა ხოტენაშვილმა აუღელვებლად, მშვიდად მოიგო თამარ წერეთელთან.

ფურცელაძე - არაბიძის პარტიაში სიცილიური დაცვა გათამაშდა, თეთრებმა საკმაოდ პასიური სისტემა აირჩიეს და მეტოქეს ინიციატივის დასაკუთრების საშუალება მისცეს.შედეგად პარტია 34-ე სვლაზე ქუთაისელი დიდოსტატის გამარჯვებით დასრულდა.

ხუთი სასტარტო მარცხის შემდეგ პირველი ქულა ჩაიწერა ნინო ხომერიკმა სოფიო გვეტაძესთან დაპირისპირებაში.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ტურში არცერთი პარტია ფრედ არ დასრულებულა!

მეექვსე  ტური:

მელია სალომე (2404) 1:0 მიქაძე მირანდა (2258)

ხოტენაშვილი ბელა (2487) 1:0  წერეთელი თამარ (2332)

ფურცელაძე მაკა(2346) 0:1 არაბიძე მერი  (2356)

ხომერიკი ნინო(2303) 1:0  გვეტაძე სოფიო (2297)

ბაციაშვილი ნინო (2504) 1:0 ჯავახიშვილი ლელა (2463)

 

მომდევნო მეშვიდე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

გვეტაძე სოფიო (2297) - მელია სალომე (2404)

ჯავახიშვილი ლელა (2463) - ხომერიკი ნინო(2303)

არაბიძე მერი  (2356) - ბაციაშვილი ნინო (2504)

წერეთელი თამარ (2332) - ფურცელაძე მაკა(2346)

მიქაძე მირანდა (2258)- ხოტენაშვილი ბელა  (2487)

 

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ::

1. მელია - 5,5 ქულა;

2. ბაციაშვილი - 4,5 ქულა;

3-4.. ჯავახიშვილი, ხოტენაშვილი - 4 ქულა;

5. არაბიძე - 3,5 ქულა;

6-7. გვეტაძე, მიქაძე -2,5  ქულა;

8. ფურცელაძე - 2 ქულა;

9. ხომერიკი - 1 ქულა;

10. წერეთელი - 0,5 ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების ჩვენება ანალიზით

 

  • სათაური: ლიდერობა განიმტკიცა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-02-2018 12:08 PM
  • Tags:
Top