ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მამულაიშვილის გამარჯვებით დასრულდა...

ცოტნე მამულაიშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება! გამარჯვებულმა 7-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლევან ბაბუხადიას.

 5-5 ქულით III-IX  ადგილები გაინაწილეს:

დიანა ლომაიამ, ლილე ქორიძემ, შოთა ხოდაშნელმა, თორნიკე წერეთელმა, ანდრია ლოლაძემ, მარლენ გუნიამ და გიორგი დემურხანაშვილმა.

შეჯიბრში დაწესებული იყო საპრიზო ფონდი რომელიც შემდეგნაირად განაწილდა:

ადგილი

ჭაბუკები - 16 წ.

(01.01.2001 წ.შემდეგ დაბადებულნი)

გოგონები- 16 წ.

(01.01.2001წ.შემდეგ დაბადებულნი)

I -500; 300

მამულაიშვილი

ლომაია

II- 350; 200

ბაბუხადია

სიდამონიძე

III-250; 100

ქორიძე

ფიფია

ტურნირის დახურვაზე ამაგდარი მწვრთნელი გაიხსნეს კოლეგებმა და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართული ჭადრაკის განვითარებაში. თბილად გაიხსენა საჭადრაკო ურთიერთობების პერიპეტიები ’ალიკა მასწავლებელთან’  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: მამულაიშვილის გამარჯვებით დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-04-2017 11:48 PM
  • Tags:
Top