ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მასპინძელმა იმარჯვა!

აზერბაიჯანის  შამქორში  დასრულდა უდროოდ გარდაცვლილი აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების  წევრის, ვუგარ გაშიმოვის სახელობის მემორიალი  მსოფლიოს უძლიერესი  მოჭადრაკეების  მონაწილეობით.

შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები:ვლადიმირი კრამნიკი და ვესელინ ტოპალოვი, მსოფლიოს ტოპ-ათეულის წარმომადგენლები: სოუ,მამედიაროვი, კარიაკინი.

თითქმის მთელი ტურნირის განამავლობაში ლიდერობდა და ბოლომდე შეინარჩუნა პოზიცია მასპინძელთა წარმომადგენელმა, ეროვნული ნაკრების ლიდერმა შაჰრიარ მამედიაროვმა. გამარჯვებულმა 9-დან 5,5 ულა დააგროვა და ადგილობრივ ქომაგთა გასახარად უკვე მეორედ გახდა გაშიმოვის მემორიალის გამარჯვებული.

მამედიაროვს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-IV ადგილები გაინაწილეს:ვესელინ ტოპალოვმა,უესლი სოუმ და ვლადიმირ კრმანიკმა.

 

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.შაჰრიარ მამედიაროვი- 5.5 ქულა;

2-4. ვლადიმირ კრამნიკი, უესლი სოუ, ვესელინ ტოპალოვი 5 ქულა;

5-7. სერგეი კარიაკინი, რადოსლავ ვოიტაშეკი, მაიკლ ადამსი - 4.5 ქულა;

8. თემურ  რაჯაბოვი - 4 ქულა.

10. პაველ ელიანოვი, პენტალა ჰარიკრიშნა - 3.5 ქულა.

 

ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, დახურვას ესწრებოდნენ ადგილობრივი და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ამ პრესტიჟული ასპარეზობის სააპელაციო  კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ჭადრაკისს ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე გახლდათ.

ოფიციალური  ვებგვერდი

  • სათაური: მასპინძელმა იმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-05-2017 4:54 PM
  • Tags:
Top