ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მაღალაშვილმა საბერძნეთში იყოჩაღა!

 

საპრიზო სამეულში გავიდა დავით მაღალაშვილი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა ორი ქართველი მოჭადრაკის:დავით მაღალაშვილის და გიგა ყუფარაძის მონაწილეობით.

9-დან 7,5 ქულით გამარჯვება არავის დაუთმო ვლადისლავ  ნევედნიჩიმ (მოლდავეთი).7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და კოეფიცინეტთა ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.დავით მაღალაშვილი; 3.ნიკოლა ნესტორივიჩი (სერბეთი).

გიგა ყუფარაძემ 6 ქულა დააგროვა და IX-XV ადგილები გაიყო.

 

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: მაღალაშვილმა საბერძნეთში იყოჩაღა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-01-2018 8:40 PM
  • Tags:
Top