ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'მეგობრობამ გაიმარჯვა'

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,20  ივლისს , ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. უძველესი თამაშის ყველა მოყვარულს, დიდს თუ პატარას შეეძლო მოსვლა და საჭადრაკო ორთაბძოლებში მონაწილეობის მიღება.

საყვარელი თამაში გაიხსენეს  ვეტერანმა მოჭადრაკეებმაც. ჩვენი ქვეყნის წარმატებული იურისტები: ნათია წკეპლაძე და ალექსანდრე იოსელიანი.

ამ დღეს  მრავალგზის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული ნანა იოსელიანიც გვესტუმრა...

ჭადრაკის დღე აღნიშნეს მოქმედმა ჩემპიონებმაც. 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი

სტუმრებს შორის იყვნენ არამარტო ჭადრაკში ჩემპიონები...ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ნოზაძე.

ფედერაციის პრეზიდენტებმა თანამშრომლობაზეც მოილაპარაკეს. ახლა მოჭადრაკეების ჯერია მოჭიდავეებთან სტუმრობის...

მოწვეულნი იყვნენ საპატიო  სტუმრებიც - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,  

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, 

ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ლიბერთი ბანკის დესპანმა, ევროპის ჩემპიონმა ნინო ხომერიკმა.

მაყურებელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ვერის ბაღში მდებარი გიგანტური  ჭადრაკის დახმარებით გამართულმა ასპარეზობამ. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: 

 მოჭიდავეები:მანუჩარ კვირკველია, რამაზ ნოზაძე  - ნანა ძაგნიძის დახმარებით                                                                                                                                                                                                              და

ინტელექტ კლუბის 'რა?სად?როდის?' წარმომადგენლები: სერგიკაპანაძე, დავით სიჭინავა - ლელა ჯავახიშვილის კონსულტაციით. საჩვენებელი მატჩის კომენტარი გიორგი მოსიძემ ითავა.

თამაშს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს: საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და სპორტული ჟურნალისტი თამარ ბალავაძე.

ზურაბ აზმაიფარაშვილი შვილიშვილებთან ერთად   ქომაგობს...ნეტავ ვის?

ყველა მოჭადრაკისათვის და ალბათ, ყველა ქართველი სპორტსმენისათვის საყვარელმა ჟურნალისტმა, ელენე ბილიხოძემ, სპეციალურად ამ დღისათვის  ახალი პროფესიაც შეითავსა. ელენე დამსწრე საზოგადოებას 'თოლიას' ნაყინით უმასპინძლდებოდა.

საღამოს კულმინაცია წამახალისებელი გათამაშება გახდა. ჭადრაკის დღისადმი მიძღვნილი ზეიმის ყველა მონაწილეს შეეძლო თავისი სახელის  და გვარის დაწერა ფურცელზე და სპეციალურ დოლურაში ჩაგდება, რათა მონაწილეობა მიეღო სახალისო გათამაშებაში. 

პირველი გამარჯვებული საპატიო სტუმარმა გამოავლინა

შემდეგ კი ფორტუნამ სპორტულ ჟურნალისტებს და ინტელექტ კლუბის წარმომადგენლებს გაუღიმა...

დავით სიჭინავას

დავით ერაძეს

დიტო მარინაშვილს

 

საღამო დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ფრედ დაზავებულმა 'საუკუნის შეხვედრამ' დაასრულა...  უნდა ვაღიაროთ რომ პარტია მოჭიდავეების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ  მეგობრობამ გაიმარჯვა ! 

 

ფოტო - ალექსანდრე კოტორაშვილი

  • სათაური: 'მეგობრობამ გაიმარჯვა'
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-07-2016 2:13 PM
  • Tags:
Top