
დღეს ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე დამატებითი ტაი-ბრეიქი გაიმართა მეოთხედფინალის მონაწილეთა გამოსავლენად.სამწუხაროდ 25-წუთიანი პარტიებისგან შემდგარ მატჩში მარცხი განიცადა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ აშშ-ს წარმომადგენელ უესლი სოსთან დაპირისპირებაში.
ტაი-ბრეიქის შედეგები:
ბუ სიანჩჟი (ჩინეთი; 2714) 0 : 2 პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2756)
ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731) 2: 0 მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695)
ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788) მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804)
ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702) 0,5 : 1,5 უესლი სო (აშშ;2792)
ევგენი ნაერი (რუსეთი;2694) 0,5 : 1,5 რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)
მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი; 2756) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804)
ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) - ლევონ არონიანი (სომხეთი;2802)
უესლი სო (აშშ;2792) -ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731)
რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675) - დინგ ლირენი (ჩინეთი; 2771)
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ...
- ავტორი:
- თარიღი: 14-09-2017 10:53 PM
- Tags: