
ირანის დედაქალაქ თეირანში, მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის ნოკაუტ-სისტემით. ასპარეზობა მსოფლიოს უძლიერესმა 64 ქალმა დაიწყო და მათ შორის 8 ქართველი იყო. სამი წრის შემდეგ გამოვლინდა 8 საუკეთესო მონაწილე და ქართველებიდან მხოლოდ ნანა ძაგნიძე დარჩა.
დღეს გაიმართება მეოთხედფინალური მატჩის პირველი პარტია და ნანას მეტოქე ინდოელი ხარიკა დრონოვალი იქნება. მატჩი 2 ძირითადი პარტიისგან შედგება და ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი გაიმართება.გამარჯვებული მოჭადრაკე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.
მეოთხედფინალური მატჩები:
ცზიუ ვენზუნი - ტან ჟონგი
ხარიკა დრონოვალი - ნანა ძაგნიძე
ანა მუზიჩუკი - ანტოანეტა სტეფანოვა
ალექსანდრა კოსტენიუკი - ნი შიცზიუნი
შეხვედრათა განრიგი:
20-22 თებერვალი - IV წრე
23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)
26 თებერვალი - დასვენების დღე
27 თებერვალი - 3 მარტი - VI წრე (ფინალი)
4 მარტი - დახურვა.
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 450 00$ შეადგენს. პირველ წრე - 3 750$
მეორე წრე - 5 500$
მესამე წრე - 8 000$
მეოთხე წრე - 12 000$
მეხუთე წრე (ნახევარფინალი) – 20 000$
მეექვსე წრე (ფინალი) - დამარცხებული (ვერცხლის მედალოსანი) დაჯილდოვდება 30 000$ -ით, ხოლო გამარჯვებული - მსოფლიოს ჩემპიონი - 60 000$ დაისაკუთრებს.
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: მეოთხედფინალში ნანას მეტოქე დრონოვალი იქნება
- ავტორი:
- თარიღი: 20-02-2017 1:45 PM
- Tags: